суббота, 5 сентября 2015 г.

II კლასი/ ქართულის გაკვეთილი-"ბებო და ბათურა"



გაკვეთილის გეგმა

თარიღი: 04.02.2015
სკოლა: #198 საჯარო 

გაკვეთილის  მთავარი თემა
მოთხრობა: „ბებო და ბათურა“
ასო-ბგერა „ბ“  შესწავლა
სწავლების საფეხური
დაწყებითი, I I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე, ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მასწავლებლის სახელი და გვარი
მაია ხუნდაძე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები სწავლობენ ახალ ასო-ბგერას „ბ“ , მოისმენენ ახალ მოთრობას: „ბებო და ბათურა“ და თავადაც შექმნიან წიგნს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს;
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს

ს.გ.II.4.  მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის     მეშვეობით.
·           ქმნის ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ  ილუსტრაციებს.
წინასწარი ცოდნა

ცნობს და ასახელებს შესწავლილი სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს. პოულობს/ასახელებს ყველა ნასწავლ ასო-ბგერას. პოულობს დასახელებულ მარცვალს, შეუძლია სიტყვების დეკოდირება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან სიტყვიერი კომენტარებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მასწავლებლის კომპიუტერი, პროექტორი, სიტყვათა ბარათები, ფურცლები, ფანქრები,ფერადი ცარცი, წებო. PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაცია G-PRIED-ის ტექსტის „ბებო და ბათურას“  მიხედვით, საშინაო დავალების რვეულები

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
სორგანიზაციო საკითხები-3წთ
დასწრების გაკონტროლება, ნივთების მოწესრიგება, თემის დასახელება
 წაკითხვამდე ფაზა-10 წთ 
წინარე ცოდნის გააქტიურება.
 მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს თოჯინებს: ძაღლი და ბებია.  მიმართავს შეკითხვებით, რითაც ააქტიურებს წინარე ცოდნას და განაწყობს მოსწავლეებს მოსასმენად. ამის შემდეგ დაფაზე ჩამოწერს  ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც ტექსტის კითხვისას შეხვდებათ და შესაძლებელია  მოსწავლეებმა ვერ გაიხსენონ მათი მნიშვნელობა. მასწავლებელი წარმართავს დიალოგს კლასთან ერთად ამ სიტყვების ირგვლივ,  პარალელურად აჩვენებს მოსწავლეებს თვალსაჩინოებას.
კითხვის ფაზა-  15წთ    
მასწავლებელი პროექტორით უშვებს PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაციას „ბებო და ბათურა“ და კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით. შემდეგ უბრუნდება დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს და განიხილავს ტექსტთან კავშირში.  წაახალისებს მოსწავლეებს  იპოვონ ახალი ასო-ბგერა „ბ“, განსაზღვრონ ადგილმდებარეობა სიტყვებში. თითის შემოვლებით დაიმახსოვრონ  ასო-ბგერა „ბ“. დამარცვლონ სიტყვები.  
წაკითხვის შემდეგ-17წთ   
დიდი წიგნის შექმნაზე მუშაობა                                                                            
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. მათ ეძლევათ დიფერენცირებული დავალებები.
I ჯგუფის დავალება:
ევალებათ წიგნის ყდისთვის  მარცვლებისგან ააწყონ სიტყვები და დაიტანონ ფორმატზე
II ჯგუფის დავალება:
მოსწავლეები მუშაობენ წიგნის ყდაზე  ილუსტრაციების დაწებებაზე და გაფორმებაზე.  
მოსწავლეები ასრულებენ დავალებებს რვეულში.
I ჯგუფის დავალება:
მოდელის დახმარებით გამოწერენ სიტყვებს: ბებო და ბათურა
II ჯგუფის დავალება:
გააფერადებენ სიტყვებს: ბებო და ბათურა
მასწავლებელი და მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს. მოსწავლეები ფასდებიან   კომენტარებით.
მოსწავლეებს ეძლევათ  საშინაო დავალებები.

II კლასი/ქართულის გაკვეთილი/ "ჭინჭარი"

გაკვეთილის გეგმა



          
გაკვეთილის  მთავარი თემა
ჭინჭარი
სწავლების საფეხური
დაწყებითი, I I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
მასწავლებლის სახელი და გვარი
მაია ხუნდაძე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები სწავლობენ ტექსტის კითხვას, აკეთებენ სიტყვის ანალიზს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს;
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს
წინასწარი ცოდნა

ცნობს და ასახელებს შესწავლილი სიტყვების ორთოგრაფიულ ხატს. შეუძლია სიტყვის დაყოფა მარცვლებად და ბგერებად. პოულობს დასახელებულ მარცვალს, შეუძლია სიტყვების დეკოდირება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან სიტყვიერი კომენტარებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ბუკები, ელექტრონული  გაკვეთილი, სავარჯიშო Word-ში, დაფა, ცარცი

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა
წინა დღეს კლასის მართვის პროგრამის საშუალებით მოსწავლეებს გადავუგზავნე ელექტრონული წიგნი „ჭინჭარი“  და Word-ში გაკეთებული დავალება. მათ უნდა ენახათ ელექტრონული წიგნი „ჭინჭარი“ და შეესრულებინათ Word-ში გაკეთებული სავარჯიშო.
აქტივობა -15 წთ
კითხვა-პასუხის საშუალებით გავიხსენებთ ტექსტის შინაარსს და შევამოწმებთ Word-ში შესრულებულ საშინაო დავალებას. სიტყვებს, რომელზეც იმუშავეს მოსწავლეებმა სახლში, ვწერთ დაფაზე. 
B ფაზა
აქტივობა- 20 წთ  
მასწავლებელი არკვევს იმას,თუ რა იციან მოსწავლეებმა ჭინჭრის შესახებ. უნახავთ თუ არა, ხომ არ ახსენდებათ რაიმე ამბავი ჭინჭართან დაკავშირებით. მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს.
შემდეგ იწყება დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებზე მუშაობა.   მოსწავლეები  დამარცვლავენ დაფაზე დაწერილ სიტყვებს, ითვლიან მარცვალთა რაოდენობას, პოულობენ დასახელებულ მარცვალს, განსაზღვრავენ სიტყვაში ასოთა რაოდენობას, ასახელებენ სიტყვის შემადგენელ ასოებს.
C ფაზა
აქტივობა-15 წთ
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას ინდივიდუალურად: დაალაგონ არეული ასოები სწორი თანმიმდევრობით და
მიღებული სიტყვებით შეადგინონ წინადადებები(სიტყვები შერჩეულია ტექსტიდან „ჭინჭარი“). შეფასება ხდება კომენტარებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აფასებენ მეთოდს. აღნიშნავენ მოეწონათ, თუ არა ასეთი სახის გაკვეთილი.







 

II კლასი/ ბუნების გაკვეთილი/"როგორ მოძრაობს ჰაერი"

ჰაერის მოძრაობა

გაკვეთილის გეგმა
სკოლა: #198 საჯარო
კლასი I I


გაკვეთილის  მთავარი თემა
როგორ მოძრაობს ჰაერი
სწავლების საფეხური
დაწყებითი, I I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
მასწავლებლის სახელი და გვარი
მაია ხუნდაძე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები სწავლობენ ბუნებაზე დაკვირვებას, მონაცემების ცხრილში დაფიქსირებას და წარმოდგენას. სწავლობენ მონაცემთა ანალიზს.
გაკვეთილის მიზნები
ბუნ. II.6.მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.

ბუნ. II.8. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა.
წინასწარი ცოდნა

შეუძლია მარტივ ცხრილებზე მუშაობა, მონაცემების შეტანა. აქვს გამომუშავებული პრაქტიკული მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები(მაკრატლის ხმარება, ქაღალდის გაჭრა, დაწებება..)
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან სიტყვიერი კომენტარებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ბუკები, ცხრილი, ფურცლები, მაკრატელი, წებო, ვიდეოგაკვეთილი, ფორმატი, მარკერი

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა
ერთი კვირით ადრე კლასის მართვის პროგრამის საშუალებით მოსწავლეებს გადავუგზავნე ვიდეოგაკვეთილი თემაზე: „როგორ მოძრაობს ჰაერი“ და Word-ში გაკეთებული დავალება. მათ უნდა ენახათ ვიდეოგაკვეთილი, დაემზადებინათ ტრიალა და მისი საშუალებით ეწარმოებინათ დაკვირვება, ხოლო დაკვირვების შედეგები უნდა დაეფიქსირებინათ წინასწარ მომზადებულ ცხრილში.
აქტივობა 1-10 წთ
ვიდეოგაკვეთილის განხილვა და ცხრილის შევსება: ვიცოდი, გავიგე, დარჩა ბუნდოვანი. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და აფიქსირებს ცხრილში მოსწავლეთა პასუხებს.
B ფაზა
აქტივობა 2-15 წთ
დაკვირვების შედეგების განხილვა.
მოსწავლეები ინდივიდუალურად წარმოადგენენ  ერთი კვირის განმავლობაში სახლში წარმოებულ დაკვირვების ცხრილს.  წარიმართება საუბარი. მოსწავლეები ადარებენ ერთმანეთს დაკვირვების შედეგებს, აკეთებენ დასკვნებს. დასკვნების გაკეთებაში მათ ეხმარებათ კითხვები (მაგ: ორშაბათს და სამშაბათს ტრიალა ტრიალებდა რას ნიშნავს ეს? .. )
აქტივობა 3-15 წთ 
ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია-უსაფრთხოების წესების შემუშავება
I ჯგუფი-რა გავაკეთოთ ძლიერი ქარის დროს თუ ვიმყოფებით სახლში?. პრეზენტაციის მომზადებაში ამ ჯგუფს ეხმარება მასწავლებელი(შედეგების დაფიქსირება)
II ჯგუფი-როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფებით ქუჩაში და ამოვარდა ძლიერი ქარი . პრეზენტაციის მომზადებაში ამ ჯგუფს ეხმარება ასისტენტი(შედეგების დაფიქსირება)
პრეზენტაცია მომზადდება დიდ ფორმატებზე და თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ცალცალკე.

C ფაზა
აქტივობა 4-5 წთ
შეფასება ხდება როგორც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობის. ფასდებიან კომენტარებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აფასებენ მეთოდს. აღნიშნავენ მოეწონათ, თუ არა ასეთი სახის გაკვეთილი.