გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ჭინჭარი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, I I
ბ კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
მაია
ხუნდაძე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები სწავლობენ ტექსტის კითხვას, აკეთებენ სიტყვის
ანალიზს
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ქართ.
I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·
თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული
სიტყვის ორთოგრაფიულ
ხატს;
·
სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს;
·
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ
ასოს
|
წინასწარი ცოდნა
|
ცნობს და ასახელებს შესწავლილი სიტყვების
ორთოგრაფიულ ხატს. შეუძლია სიტყვის დაყოფა მარცვლებად და ბგერებად. პოულობს
დასახელებულ მარცვალს, შეუძლია სიტყვების დეკოდირება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან
სიტყვიერი კომენტარებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
ბუკები, ელექტრონული გაკვეთილი, სავარჯიშო Word-ში, დაფა, ცარცი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა
წინა დღეს კლასის მართვის
პროგრამის საშუალებით მოსწავლეებს გადავუგზავნე ელექტრონული წიგნი „ჭინჭარი“ და Word-ში გაკეთებული დავალება. მათ უნდა ენახათ
ელექტრონული წიგნი „ჭინჭარი“ და შეესრულებინათ Word-ში გაკეთებული სავარჯიშო.
აქტივობა
-15 წთ
კითხვა-პასუხის საშუალებით
გავიხსენებთ ტექსტის შინაარსს და შევამოწმებთ Word-ში შესრულებულ საშინაო დავალებას. სიტყვებს,
რომელზეც იმუშავეს მოსწავლეებმა სახლში, ვწერთ დაფაზე.
B ფაზა
აქტივობა-
20 წთ
მასწავლებელი არკვევს იმას,თუ
რა იციან მოსწავლეებმა ჭინჭრის შესახებ. უნახავთ თუ არა, ხომ არ ახსენდებათ რაიმე
ამბავი ჭინჭართან დაკავშირებით. მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს.
შემდეგ იწყება დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებზე
მუშაობა. მოსწავლეები დამარცვლავენ დაფაზე დაწერილ სიტყვებს, ითვლიან
მარცვალთა რაოდენობას, პოულობენ დასახელებულ მარცვალს, განსაზღვრავენ სიტყვაში ასოთა
რაოდენობას, ასახელებენ სიტყვის შემადგენელ ასოებს.
C ფაზა
აქტივობა-15
წთ
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას ინდივიდუალურად:
დაალაგონ არეული ასოები სწორი თანმიმდევრობით და
მიღებული სიტყვებით შეადგინონ წინადადებები(სიტყვები
შერჩეულია ტექსტიდან „ჭინჭარი“). შეფასება ხდება კომენტარებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აფასებენ მეთოდს.
აღნიშნავენ მოეწონათ, თუ არა ასეთი სახის გაკვეთილი.
|

Комментариев нет:
Отправить комментарий