გაკვეთილის გეგმა
თარიღი: 04.02.2015სკოლა: #198 საჯარო
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მოთხრობა: „ბებო
და ბათურა“
ასო-ბგერა „ბ“ შესწავლა
|
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, I I
ბ კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
8
მოსწავლე, ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
|
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
მაია
ხუნდაძე
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები სწავლობენ ახალ ასო-ბგერას „ბ“ , მოისმენენ
ახალ მოთრობას: „ბებო და ბათურა“ და თავადაც შექმნიან წიგნს.
|
|
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
|
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·
თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
·
სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს
მარცვლებს;
·
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და
წარმოთქვამს ასოებს;
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს
ს.გ.II.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა
შთაბეჭდილებებისა
და წარმოსახვის მეშვეობით.
·
ქმნის ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ ილუსტრაციებს.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
ცნობს და ასახელებს შესწავლილი სიტყვების
ორთოგრაფიულ ხატს. პოულობს/ასახელებს ყველა ნასწავლ ასო-ბგერას. პოულობს
დასახელებულ მარცვალს, შეუძლია სიტყვების დეკოდირება.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან
სიტყვიერი კომენტარებით.
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
მასწავლებლის კომპიუტერი,
პროექტორი, სიტყვათა ბარათები, ფურცლები, ფანქრები,ფერადი ცარცი, წებო. PowerPoint-ში
გაკეთებული პრეზენტაცია G-PRIED-ის ტექსტის „ბებო და ბათურას“
მიხედვით, საშინაო დავალების რვეულები
|
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
სორგანიზაციო საკითხები-3წთ
დასწრების გაკონტროლება,
ნივთების მოწესრიგება, თემის დასახელება
წაკითხვამდე
ფაზა-10 წთ
წინარე ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი
მოსწავლეებს აჩვენებს თოჯინებს: ძაღლი და ბებია. მიმართავს შეკითხვებით, რითაც ააქტიურებს წინარე
ცოდნას და განაწყობს მოსწავლეებს მოსასმენად. ამის შემდეგ დაფაზე ჩამოწერს ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც ტექსტის კითხვისას
შეხვდებათ და შესაძლებელია მოსწავლეებმა
ვერ გაიხსენონ მათი მნიშვნელობა. მასწავლებელი წარმართავს დიალოგს კლასთან ერთად
ამ სიტყვების ირგვლივ, პარალელურად აჩვენებს
მოსწავლეებს თვალსაჩინოებას.
კითხვის ფაზა- 15წთ
მასწავლებელი პროექტორით
უშვებს PowerPoint-ში გაკეთებული პრეზენტაციას „ბებო და ბათურა“ და კითხულობს ტექსტს
გამომეტყველებით. შემდეგ უბრუნდება დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს და განიხილავს ტექსტთან
კავშირში. წაახალისებს მოსწავლეებს იპოვონ ახალი ასო-ბგერა „ბ“, განსაზღვრონ ადგილმდებარეობა
სიტყვებში. თითის შემოვლებით დაიმახსოვრონ
ასო-ბგერა „ბ“. დამარცვლონ სიტყვები.
წაკითხვის შემდეგ-17წთ
დიდი წიგნის შექმნაზე მუშაობა
მოსწავლეები მუშაობენ
ჯგუფებში. მათ ეძლევათ დიფერენცირებული დავალებები.
I ჯგუფის დავალება:
ევალებათ წიგნის
ყდისთვის მარცვლებისგან ააწყონ სიტყვები
და დაიტანონ ფორმატზე
II ჯგუფის დავალება:
მოსწავლეები მუშაობენ
წიგნის ყდაზე ილუსტრაციების დაწებებაზე და
გაფორმებაზე.
მოსწავლეები ასრულებენ
დავალებებს რვეულში.
I ჯგუფის დავალება:
მოდელის დახმარებით
გამოწერენ სიტყვებს: ბებო და ბათურა
II ჯგუფის დავალება:
გააფერადებენ სიტყვებს:
ბებო და ბათურა
მასწავლებელი და
მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს. მოსწავლეები ფასდებიან კომენტარებით.
მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალებები.
|



Silver Glass - TITanium Arts Inc
ОтветитьУдалитьBronze glass. This 2019 ford edge titanium for sale glass is crafted to look lovely, and a beautiful silver. Silver-gold-glass-red glass titanium dioxide sunscreen from titanium flash mica gold alloy. graphite titanium babyliss pro The glass comes titanium teeth in an oversized