ჰაერის მოძრაობა
გაკვეთილის
გეგმა
სკოლა: #198 საჯარო
კლასი I
I ბ
გაკვეთილის მთავარი თემა
|
როგორ მოძრაობს
ჰაერი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, I I
ბ კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
მაია
ხუნდაძე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები სწავლობენ ბუნებაზე დაკვირვებას, მონაცემების
ცხრილში დაფიქსირებას და წარმოდგენას. სწავლობენ მონაცემთა ანალიზს.
|
გაკვეთილის მიზნები
|
ბუნ.
II.6.მოსწავლეს
შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
ბუნ.
II.8. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა.
|
წინასწარი ცოდნა
|
შეუძლია მარტივ ცხრილებზე მუშაობა, მონაცემების
შეტანა. აქვს გამომუშავებული პრაქტიკული მუშაობისთვის საჭირო
უნარ-ჩვევები(მაკრატლის ხმარება, ქაღალდის გაჭრა, დაწებება..)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან
სიტყვიერი კომენტარებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
ბუკები, ცხრილი,
ფურცლები, მაკრატელი, წებო, ვიდეოგაკვეთილი, ფორმატი, მარკერი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A
ფაზა
ერთი კვირით ადრე კლასის
მართვის პროგრამის საშუალებით მოსწავლეებს გადავუგზავნე ვიდეოგაკვეთილი თემაზე:
„როგორ მოძრაობს ჰაერი“ და Word-ში გაკეთებული დავალება. მათ უნდა ენახათ ვიდეოგაკვეთილი,
დაემზადებინათ ტრიალა და მისი საშუალებით ეწარმოებინათ დაკვირვება, ხოლო დაკვირვების
შედეგები უნდა დაეფიქსირებინათ წინასწარ მომზადებულ ცხრილში.
აქტივობა
1-10 წთ
ვიდეოგაკვეთილის განხილვა
და ცხრილის შევსება: ვიცოდი, გავიგე, დარჩა ბუნდოვანი. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს
და აფიქსირებს ცხრილში მოსწავლეთა პასუხებს.
B
ფაზა
აქტივობა
2-15 წთ
დაკვირვების შედეგების განხილვა.
მოსწავლეები ინდივიდუალურად
წარმოადგენენ ერთი კვირის განმავლობაში სახლში
წარმოებულ დაკვირვების ცხრილს. წარიმართება
საუბარი. მოსწავლეები ადარებენ ერთმანეთს დაკვირვების შედეგებს, აკეთებენ დასკვნებს.
დასკვნების გაკეთებაში მათ ეხმარებათ კითხვები (მაგ: ორშაბათს და სამშაბათს ტრიალა
ტრიალებდა რას ნიშნავს ეს? .. )
აქტივობა
3-15 წთ
ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია-უსაფრთხოების
წესების შემუშავება
I ჯგუფი-რა გავაკეთოთ ძლიერი ქარის დროს თუ
ვიმყოფებით სახლში?. პრეზენტაციის მომზადებაში ამ ჯგუფს ეხმარება მასწავლებელი(შედეგების
დაფიქსირება)
II ჯგუფი-როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ
ვიმყოფებით ქუჩაში და ამოვარდა ძლიერი ქარი . პრეზენტაციის მომზადებაში ამ ჯგუფს
ეხმარება ასისტენტი(შედეგების დაფიქსირება)
პრეზენტაცია მომზადდება დიდ ფორმატებზე და
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ცალცალკე.
C ფაზა
აქტივობა
4-5 წთ
შეფასება ხდება როგორც თითოეული მოსწავლის
ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობის. ფასდებიან კომენტარებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აფასებენ მეთოდს.
აღნიშნავენ მოეწონათ, თუ არა ასეთი სახის გაკვეთილი.
|

Комментариев нет:
Отправить комментарий